
კუნგ–ფუს საერთაშორისო ფედერაციის (IKFF ) მიერ შემუშავებული საერთო წესები კუნგ ფუ-ფაიტინგ-ში
კუნგ –ფუ ს საერთაშორისო ფედერაციის (IKFF) მიერ შემუშავებული საერთაშორისო წესები კუნგ ფუ–სანდა –ში
ბრძოლები ტარდება ტატამზე ზომით 8X8-ზე ან რინგზე ზომით 8x8 -ზე.
· ტარდება ოლიმპიური წესით: წაგებული მებრძოლი ეთიშება ასპარეზობას.
· ბრძოლები 3 რაუნდიანია, თითო რაუნდი 14 წლამდე-1 წთ, 14-17 წმ. - 1 წთ. 30 წმ., 17 წლ.-ზემოდ - 2 წთ. შესვენება რაუნდებს შორის - 1 წთ. (ფრეს შემთხვევაში მოგებულია ვისაც აქვს ნაკლები გაფრთხილება. თუ ესეც თანაბარია- მოგებულია ნაკლები წონით (იწონებიან იქვე, სასწორზე). )
· ტურნირს ჰყავს მთავარი მსაჯი, 3 ( ან 5 ) გვერდითი მსაჯი, მსაჯი ტატამზე, ქრონომეტრისტი და ტურნირის წამყვანი.
შეტევისთვის აკრძალული ზონები
ა) თავის უკანა ნაწილი
ბ) ყელი, კისერი
გ) საზარდული.
დ) ხერხემალი.
ე) სახსრები
შეტევისთვის დაშვებული ზონები
ა) თავი
ბ) სხეული
გ) ფეხები
. აკრძალული საშუალებები
ა) თავით, იდაყვით, მუხლით შეტევა (16 წლამდე ), ან სახსრებზე დაწოლა დგომში ( 13 წლამდე)
ბ) მოწინააღმდეგის დაგდება თავით ან მიზანმიმართული ტრავმის მიყენება .
გ) წაქცეულ მოწინააღმდეგეზე ნებისმიერი დარტყმა.
დ) მოცელვა ქუსლით.
ე) მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება დგომში.
დაშვებული საშუალებები
ა) ფეხით, ხელით ნებისმიერი დარტყმა დაშვებულ ზონებში.
ბ) მუხლით დარტყმა დგომში ( 16 წლიდან )
გ) მიწოლით მოწინაამდეგის გადაგდება ტატამიდან
დ) მოცელვები, გდებები 3 წამის განმავლობაში.
ე) ჩაჭიდება 3 წამის განმავლობაში
ვ) ლოუკიკი თეძოში და მუხლს ქვემოთ გარედან და შიგნიდან.
ზ) მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება მხოლოდ პარტერში( მომზადებაზე 5 წამი და ილეთის შესრულებაზე 10 წამი )
ქულათა მინიჭების კრიტერიუმები
1 ქულა :
ა) ხელით დარტყმა დაშვებულ ზონებში .
ბ) ფეხით დარტყმა თეძოში–მუხლს ზემოდ და მუხლს ქვემოთ.
გ)ორივე მებრძოლი ეცემა და ერთ–ერთი არის ზემოდან.
დ) თუ მოწინააღმდეგე პასიურობს 8 წამის განმავლობაში, მსაჯის შენიშვნის შემდეგ.
ე) როდესაცმოწინააღმდეგეს ეძლევა შენიშვნა
2 ქულა:
ა) მოწინააღმდეგე გადადის ტატამის ხაზიდან ( ერთი ფეხითაც).
ბ) სპორტსმენი რჩება ფეხზე და მისი მოწინააღმდეგე ეცემა.
გ)ფეხიტ დარტყმა თავში და სხეულში.
დ) მოწინააღმდეგე ვარდება ნოკდაუნში.
ე) როდესაც მოწინააღმდეგეს ეძლევა გაფრთხილება.
3 ქულა:
ა) ნახტომში ფეხის დარტყმის შემდეგ, მოწინააღმდეგე ეცემა ძირს.
ბ) ტრიალში ფეხის დარტყმის შემდეგ, მოწინააღმდეგე ეცემა ძირს.
ქულა არ ენიჭება:
ა) ჩატარებული თექნიკა არ არის სუფთა
ბ) ორივე მებრძოლი ვარდება ტატამს გარეთ.
გ) სპორტსმენები ერთდროულად ატარებენ დარტყმას.
დ) ასურებული, გაშლილი ხელით დარტყმა დაშვებულია, მაგრამ ქულა არ ეწერება.
ე) როდესაც დარტყმა ყენდება მოწინააღმდეგის ჩაჭიდების დროს.
ვ) მუხლით დარტყმაში ქულა არ იწერება.
დარღვევები და ჯარიმები
დარღვევები
1. ტექნიკური დარღვევა
ა) მოწინააღმდეგის პასიური დაჭერა
ბ) ბრძოლის შეჩერების გაუმართლებელი მოთხოვნა
გ) მსაჯის მიმართ უპატივცემულობა და დაუმორჩილებლობა .
დ) კაპის არქონა, ან მისი და სხვა დამცავი საშუალების გადაგდება.
ე) სპორტსმენი არღვევს პროტოკოლის წესებს
2. პერსონალური დარღვევა
ა) შეტევის დაწყება მსაჯის ბრძანება "სანდა"–მდე ან "სტოპ"–ის შემდეგ.
ბ) დარტყმა აკრძალულ ზონებში.
გ) შეტევის დროს აკრძალული საშუალებების გამოყენება.
ჯარიმები
1) შენიშვნა ეძლევა ტექნიკური დარღვევისათვის.
2) გაპრთხილება ეძლევა პერსონალური დარღვევისათვის.
3) მებრძოლი 3 პერსონალური დარღვევისათვის იხსნება ბრძოლიდან.
ორთაბრძოლის შეჩერება
ორთაბრძოლა ჩერდება როდესაც:
ა) მებრძოლი ან მებრძოლები ვარდებიან ტატამმიდან ან რინგიდან.
ბ) მებრძოლი იღებს ტრავმას ან ჯარიმას.
გ) დაჭერა მიმდინარეობს 3 წამზე მეტ ხანს..
დ) სპორტსმენი მიზანმიმართულად ეცემა და არ დგება 3 წამის განმავლობაში.
ე) მებრძოლი ითხოვს ბრძოლის შეჩერებას ხელის აწევით, ობიექტური მიზეზების გამო.
ვ) მებრძოლს ეძლევა შენიშვნა პასიურობისათვის.
ზ) არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემები დარბაზში, ტატამზე ან რინგზე.
გამარჯვებული და დამარცხებული. ადგილების განაწილება.
გამარჯვებული და დამარცხებული
. 1. აბსოლუტური გამარჯვება
ა) როდესაც არის აშკარა უპირატესობა ერთ–ერთი მებრძოლის.
ბ) როდესაც ერთ– ერთი მებრძოლი იმყოფება ნოკაუტში.
გ) როდესაც ერთ– ერთი მებრძოლი ბრძოლის განმავლობაში 3 ჯერ იმყოფებოდა ნოკდაუნში.
დ)პარტერში, მხუთავი ან მტკივნეულის დროს მოწინააღმდეგე ნებდება
2. გამარჯვებული და დამარცხებული რაუნდში
ა) ყოველი რაუნდის შედეგები ფასდება გვერდითი მსაჯების მიერ.
ბ) თუ მებრძოლი რაუნდის განმავლობაში 2 ჯერ ვარდება ნოკდაუნში–მისი მოწინააღმდეგე იგებს რაუნდს.
გ) ტატამის ხაზიდან 2 ჯერ გადასვლა, ნიშნავს რაუნდის წაგებას ( 13 წლამდე )
დ) თუ ორივე მებრძოლმა რაუნდში მიიღეს თანაბარი ქულები, გამარჯვება მიეკუთვნება შემდეგი მიმდევრობით:
1)ვინც მიიღო ნაკლები გაფრთხილება რაუნდში, არის გამარჯვებული .
. 2) ვინც მიიღო ნაკლები შენისვნა რაუნდში, არის გამარჯვებული.
. 3)ვინს წონაში არის ნაკლები, არის გამარჯვებული .
თუ ყველა პუნქტით ანგარიში თანაბარია–ცხადდება ფრე
3. გამარჯვებული და დამარცხებული ბრძოლაში
ა) მებრძოლს გამარჯვება ენიჭება 3 რაუნდის შედეგებით.
ბ) მებრძოლი ცხადდება გამარჯვებულად, თუ მისმა მოწინააღმდეგემ ტრავმის გამო ვერ გააგრძელა ასპარეზობა.
გ) მებრძოლი , რომლის მოწინააღმდეგემ მიიღო 6 საჯარიმო ქულა, ცხადდება გამარჯვებულად ბრძოლაში.
დ) თუ მებრძოლი იღებს ტრავმას წესების დარღვევით, და ექიმის განმარტებით ვეღარ გააგრძელებს ბრძოლას, მას ენიჭება გამარჯვება,მაგრამ ვერ განაგრძობს შემდგომ ასპარეზობას ტურნირზე.
ე) თუ ბრძოლის დროს ორივე მებრძოლმა 3 რაუნდის ჯამში, დააგროვა თანაბარი ქულების რაოდენობა, გამარჯვებული ვლინდება შემდეგნაირად :
1) გამარჯვებულია, ვისაც ნაკლები გაფრთხილება აქვს.
2) გამარჯვებულია, ვისაც ნაკლები შენიშვნა აქვს.
ვ) თუ შენარჩუნდა ფრე–იმარჯვებს ნაკლები წონით.
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
---|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() |