
О НАС
პირველად ქართული კუნგ-ფუ ს ისტორიაში, ჩვენს ფედერაციაში,2018 წლიდან დაინერგა სპორტის ოსტატობის კანდიდატის და სპორტის ოსტატის წოდებების მინიჭება იმ სპორტსმენებზე და მწვრთნელებზე,რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ წოდებების მინიჭების კრიტერიუმებს.ამისათვის ჩვენს ფედერაციაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს შემოსულ განაცხადებს და გამოაქვს გადაწყვეტილება .
ეს კრიტერიუმები შემუშავებულია "კუნგ-ფუ ს საერთაშორისო ფედერაციის"(IKFF ) მიერ და მოქცეულია მკაცრ ჩარჩოებში და რეგულაციებში. ამავე ორგანიზაციამ მიანიჭა ამ წოდებების მინიჭების უფლება და ლიცენზია " საქართველოს კუნგ-ფუ ს ეროვნულ ფედერაციას."
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი კუნგ-ფუისტებისთვის და ხელს შეუწყობს მათი სპორტული დონის ამაღლებას და კუნგ-ფუ ს განვითარებას საქართველოში.
პირველად საქართველოში კუნგ-ფუს ოსტატის წოდება მიენიჭა ტყიბულის " ოლეგ ფანჩულიძის #1 კუნგ-ფუ ს სკოლის ინსტრუქტორს ლაშა ცქიფურიშვილს. მას გადაეცა შესაბამისი ბრძანება, პირადობის მოწმობა და სამკერდე ნიშანი.
ქვემოდ მოცემულ ლინკზზე შესვლით შეგიძლიათ გაეცნოთ წოდება მინიჭებულთა მონაცემებს და კრიტერიუმებს.
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
---|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() |