top of page

ყოველი წლის ოქტომბერში განიხილება და დგება ფედერაციის სპორტღონისძიებათა კალენდარული გეგმა, რომელშიც შეიტანება როგორც საქართველოში დაგეგმილი  ჩასატარებელი ტურნირები, ასევე საერტაშორისო ტურნირები, რომლებიც ტარდება " კუნგ ფუს საერთაშორისო ფედერაციის"  და "კუნგ ფუს ევროპის ფედერაციების" ორგანიზებით და ეგიდით.

ასევე მოსწავლეებს  რეგულარულად, წელიწადში ერთხალ, კვალიფიკაციის და მომზადების დონის ასამაღლებლად, უტარდებათ სასერთიფიკაციო სემინარ–გამოცდები.

ფედერაცია აწყობს საქართველოს ჩემპიონატს, საქართველოს თასის პირველობას და საერთაშორისო ტურნირს.

ასევე  რეგიონებში ტარდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონების პირველობები, რეგიონალური ჩემპიონატები და ამხანაგური შეხვედრები.

ჯილდოვდებიან წლის სპორტსმენები და მწვრთნელები.

იმართება ინსტრუქტორების  და მსაჯების სერთიფიცირება.

1.      მოსწავლეთა სემინარი-გამოცდის  (სერთიფიკაციის) დროს, სპორტსმენები აბარებენ სხვადასხვა საბაზო და სპარინგის ტექნიკას.. ასევე გამოცდას თავისუფალ სპარინგში, ფიზიკურ მომზადებაში.  ჩაბარების შემთხვევაში მათ გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი. გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ.

 

2.      რეგიონალური პირველობები ტარდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონების მიხედვით. დასავლეთში ორგანიზატორია ტყიბულის კლუბი „ოლეგ ფანჩულიძის #1 კუნგ-ფუს სკოლა“ და მონაწილეობენ დასავლეთის ზონის კლუბები. აღმოსავლეთში ორგანიზატორია რუსთავისი კლუბი „ვინ-ჩუნი“ და მონაწილეობენ აღმოსავლეთის ზონის კლუბები.

 

3.      საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ყოველი წლის ივნისის დასაწყისში   და მასში მონაწილობენ როგორც კუნგ ფუს, ასევე უ-შუს, კარატეს, ხრიდოლის, კიკ-ბოქსის, ტაეკვონდოს, ხელჩართული ბრძოლის და კრივის წარმომადგენლებიც. ტურნირი ტარდება ძალიან მაღალ დონეზე და მონაწილეობენ აგრეთვე სტუმრები სხვადასხვა რესპუბლიკებიდან.   ნოემბერში იმართება საქართველოს თასის პირველობა, ხოლო მარტში– საერთაშორისო ტურნირი..

 

4.      ინსტრუქტორებისსემინარ-გამოცდაში (სერტიფიკაციაში) მონაწილეობენ მხოლოდ სპორტსმენები, რომლებსაც შეუსრულდა 17 წელი, ვარჯიშების სტაჯი აქვს არანაკლებ 5 წლისა და არიან საქართველოს და საერთაშორისო ტურნერების ჩემპიონები და პრიზიორები. სემინარების გავლის და გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ ენიჭებათ ინსტრუქტორის წოდება და გადაეცემათ სერთიფიკატი საქართველოს ტერიტორიაზე სკოლის გახსნის და სამწრთვნელო მოღვაწეობუს უფლებით.

 

5.      საზაფხულო-სამწვრთნელო შეკრებას ნაკრები ძირითადად გადის რაჭაში ან ქობულეთში. ორგანიზატორი არის ფედერაცია.  შეკრება არის 14  დღიანი. სამჯერადი კალორიული კვება და სამჯერადი ვარჯიში დღეში. ექსკურსიები რაჭის სხვადასხვა კუთხეში, ტბაზე, მთაში.

6. წელიწადში ერთხელ იმართება გამოცდის ჩაბარება და თანრიგების მინიჭება  ფიზიკურ მომზადებაში, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. გადაეცემათ შესაბამისი თანრიგის სერთიფიკატი.

7. ასევე დამსახურებების და შესაბამისი გაწერილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სპორტსმენებს ენიჭებათ წოდებები-"სპორტის ოსტატობის კანდიდატი კუნგ-ფუ ში" და " სპორტის ოსტატი კუნგ-ფუ ში".

8.   ყოველ წელიწადს საქართველოს ჩემპიონატზე ვლინდება და სერთიფიკატით ჯილდოვდება წლის საუკეთესო სპორტსმენები ყველა კლუბიდან.

9.      ასევე   ყოველ წელიწადს საქართველოს ჩემპიონატზე ვლინდება და სერთიფიკატით ჯილდოვდება წლის საუკეთესო მწვრთნელი.

 

                                                ამ ტიტულის მფლობელები არიან:

 

2004 წელს - რეზო ზარნაძე (კლუბი „ვინ-ჩუნი“)

2005 წელს - ოლეგ ფანჩულიძე (კლუბი „რატი“)

2006 წელს - გენადი გაროზაშვილი (კლუბი „ახმეტა“)

2007 წელს - რევაზ გვენეტაძე (კლუბი „გიორგი“) და ნინო ზარნაძე (კლუბი მარტოხელა).

2008 წ. - გოჩა ჭულუხაძე "იმედი"

2009 წ. - ნოდარ გიორგაძე "ავაზა"

2010 წ. -  მამუკა ალანია "კონსტანტინეს სახ. კლუბი".

2011 წ. -  ვლადიმირ ბრაგინი (მორიელი)

2012 წ. -ივანე ბოჭორიშვილი ( გიორგი )

2013 წ.–გენადი ნატროშვილი ( ზაქები)

 2014 წ.– შალვა ზამთარაძე (წითელი დრაკონი )

 2015 წ.- თორნიკე მაისაშვილი( ოქროს დრაკონი)

 2016 წ.- გიორგი ფანჩულიძე 

2017 წ.- ზვიად კურტანიძე ( ხარაგაულის კლუბი).

2018 წ. დავით დუშუაშვილი (ამბროლაურის სკოლა)

2019 წ.-ლაშა ცქიფურიშვილი(ტყიბულის სკოლა)

2021 წ.- ლევან კუბლაშვილი(სამურაი) /  დავით დუშუაშვილი(ამბროლაური) / ნუკრი მჭედლიშვილი (იბერიელი მგლები).

2022 წ.- ნოდარ გიორგაძე(ავაზა) / გოჩა ჭულუხაძე (იმედი)

2023 წ.- მამუკა ალანია ( "კონსტანტინეს სახ. კლუბი".)

2024 წელს - ოლეგ ფანჩულიძე (ტყიბულის ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა)

ეს ტიტული ენიჭებათ საქართველოში კუნგ-ფუ ს და სანდას პოპულარიზაციისათვის და სანიმუშო სამწვრთნელო მოღვაწეობისათვის.

 

აგრეთვე საქართველოს ჩემპიონატზე პირველ და მეორე ადგილებზე გასული სპროტსმენებით შედგება საქართველოს ნაკრები კუნგ-ფუ -ში.

 

 

 

ikff.jpg
kibeebze.jpg
images.jpg
10641267_842888029077166_3522220235029938217_n.jpg
06052012100.jpg
_გუნდი.JPG
10666029_851179211581381_2786913325774972045_n.jpg
parter1.jpg
image.jpg
gdeba1.jpeg
image (4).jpg
parteri.jpg
image (2).jpg
image (5).jpg
sanda.jpg
images (3).jpg
image (3).jpg
image (1).jpg

მისამართი: ქ. თბილისი, ორხევი, მუხაძის ქ.  6/7

                        ქ. ტყიბული, ბრეგვაძის ქ.  22/15

საკონტაქტო ტელეფონები:

     593 326 513  /   599 928233 - ოლეგ ფანჩულიძე

     

E-mail:               

                         oleg-sanda@bk.ru

 

  • Круглая иконка Facebook
  • Круглая иконка Twitter
  • Круглая иконка Google+
  • Круглая иконка Flickr
  • Круглая иконка YouTube
bottom of page