top of page
438125140_977435633869046_3952852442665597832_n.jpg

                                                             ტყიბულის "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ ს სკოლა"

ქ. ტყიბულის "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ ს სკოლა" ჩამოყალიბდა 1994 წ. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის ოლეგ ფანჩულიძე. კლუბს გააჩნია შესანიშნავი სავარჯიშო ბაზა და მისი ძირითადი მიმართულება არის ორთაბრძოლა „სანდა“,"და-დზენი" და "ტუი-შოუ".

 

სკოლა არის 2001, 2004-2009, 2012–2014 წ.წ. საქართველოს ჩემპიონი და 2005-2009, 2013–2014 წ.წ. საქართველოს  თასის მფლობელი.

 

ჰყავს 2 მსოფლიო ჩემპიონი , საქართველოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი, საქართველოს თასის მფლობელები და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები და პრიზიორები.

 

კლუბი იყო ორგანიზატორი და მასპინძელი შემდეგი ტურნირების:

1)      1994,1995,1998,2002- გელა გიორგაძის სახელობის აღმოსავლური ორთაბრძოლების ფესტივალი.

2)      2000 - იმერეთის რეგიონის ღია პირველობა.

3)      2005 - საქართველოსჩემპიონატი

4)      2006 - საქართველოს თასის გათამაშება.

5) 2009- საქართველოს თასის გათამაშება

6) 2019-საქართველოს ჩემპიონატი .

7)2015 წლიდან-დღემდე, ატარებს იმერეთის რეგიონის პირველობებს და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თასის პირველობებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კლუბი შეიქმნა უ-შუს სკოლის ბაზაზე, რომლის დამფუძნებელი ტყიბულში და საქართველოს უ-შუს ფედერაციის ერთ ერთი დამაარსებელი იყო გელა გიორგაძე.

 

გარდა ორთაბრძოლებისა კლუბის ბაზა იძლევა საშუალებას ჩატარდეს ვარჯიშები კულტურიზმში,მკლავჭიდში , მაგიდის ჩოგბურთში.

 

ყოველი წლის აპრილში და ნოემბერში ტარდება კლუბის შიდა პირველობა სანდა-ში, სადაც მონაწილეობენ აგრეთვე რაიონის სახვადასხვა სკოლები. კლუბში მიიღებიან გოგონები და ვაჟები 6 წლიდან

რუსთავის კლუბი "ვინ_ჩუნი "

საქართველოში ვინ_ჩუნის ფორმა შემოვიდა 1980 წლიდან. თავიდან ვარჯიშები ხდებოდა ვიწრო წრეში, 1993 წლიდან ჩამოყალიბდა ოფიციალურ კლუბად. მას ხელმძღვანელობს კუნგ ფუს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი რეზო ზარნაძე.თავის 25 წლიან ისტორიაში,კლუბში გაიარა მრავალმა ახალგაზრდამ. აღიზარდა 15 ინსტრუქტორი, 25 საქ. ჩემპიონი .მრავალი პრიზიორი.მოგებული აქვს 5 გუნდური თასი.  

კლუბის უფროსი ინსტრუქტორებია გურამ ზარნაზე, ნინო ზარნაძე, დათო კოხტაშვილი.

რუსთავის კლუბი "ღვთის მებრძოლი"

       კუნგ ფუს კლუბი "ღვთის მებრძოლი" დაარსდა 2000 წელს.მუშაობს რუსტავში და ითვლის 100 მდე წევრს.კლუბი მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოს ჩემპიონატებზე, ასევე საზრვარგარეთის ტურნირებზე.

 

კლუბის სპორტსმენებს აქვს გარკვეული წარმატებები არა მარტო სანდა–ში , ასევე კიკ–ბოქსში და შერეულ ორთაბრძოლებში.

 

სპორტსმენები ასევე გამოდიან საჩვენებელ გამოსვლებში ტაო–ლუში.

კლუბის ხელ–ია შალვა ზამთარაძე.

 

ახალქალაქის კუნგ-ფუს გუნდი " ჯავახი მჩეხავები"
2b83ca4f-1d23-4fe6-a41d-f6ea5262be0e.jpg

კუნგ-ფუს გუნდი ჯავახი მჩეხავები შეიქმნა 2024 წლის 12 აპრილს ჯავახეთში ,კერძოდ ახალქალაქის რაიონ სოფელ ჩუნჩხაში. მისი დამფუძნებელია ამ რეგიონში დაბადებული და გაზრდილი მოქმედი სპორტსმენი და ინსტრუქტორი ხვიჩა ნათენაძე.. ახალქალაქის კლუბიდან 8 სპორცმენს ჩატარებული აქვს კიკბოქსის ჩემპიონატი ქალაქ თბილისში კლუბებს შორის ღია რინგი სადაც მოიპოვეს პირველი ადგილები.

ასევე მიიღეს მონაწილეობა   რაჭაში კერძოდ ამბროლაურში საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე საქართველოს ჩემპიონატზე კუნგ-ფუ ში,სადაც 18 მებრძოლიდან 3 პირველი ადგილის მედლით დაჯილდოვდა, 10 მეორე ადგილით და 5 მესამე ადგილით.კლუბი აქტიურად არის ჩართული ყოველდღიურ ვარჯიშიი და ემზადება ახალი გამოწვევბისთვის...

 

ზესტაფონის კლუბი "იმედი"
ქ. ზესტაფონის კუნგ-ფუს სკოლა "იმედი" ჩამოყალიბდა 1996 წ.
დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის გოჩა ჭულუხაძე. მისი ძირითადი მიმართულებაა ორთაბრძოლა "სანდა".
სკოლას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტურნირებზე, ჰყავს საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორები.
საქართველოს არაერთგზის ჩემპიონები და პრიზიორები.
კლუბი იყო ორგანიზატორი და მასპინძელი 2007-2008წ. საქართველოს თასის პირველობის. კლუბს ჰყავს აღზრდილი საერთაშორისო ფედერაციის მიერ და საქართველოს ფედერაციის მიერ დაწესებული საჩემპიონო ქამრების მფლობელი რამინი ფერაძე.
უნდა აღინიშნოს რომ კლუბი შეიქმნა უ-შუს სკოლის ბაზაზე
241fb017-38bf-4bb4-8b1c-a9daa287e172.jpg
5d1c829f-4014-4b9e-a3f5-f07b97877fb6.jpg
eef7db62-60a0-4c2a-a1b9-da5177d66610.jpg
ზესტაფონის კლუბი "ავაზა"
ქ. ზესტაფონის კუნგ - ფუს სკოლა ავაზა ჩამოყალიბდა 2005 წელს. დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის ნოდარ გიორგაძე .
კლუბის მისი ძირითადი მიმართულებაა "კუნგ-ფუ ფაიტინგი,, . სკოლას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტურნირებზე, ჰყავს აღზრდილი საქართველოს საერთაშორისო, ევრაზიის და მსოფლიო თასის ჩემპიონები . ,ასევე აქვს მიღებული მონაწილეობა  კიკ ბოქსინგში და MMA ში .
ჰყავს საქართველოსა და საერთაშორისო ჩემპიონები ამ სახეობებშიც  .
კლუბი იყო ორგანიზატორი და მასპინძელი "კუნგ-ფუ ში დასსავლეთ საქართველოს პირველობის "    2016, 2019, 2023 წლებში . 
აქვს ფილიალები და ჯგუფები ბაღდათში, და ხარაგაულში.
4d0b783a-f8ac-41c3-97af-d4b2082936f7.jpg
7997d487-578c-4d64-884f-ba16d6b49650.jpg
5e986d9d-2225-4234-a09c-0a5112c5e32e.jpg
ikff.jpg
kibeebze.jpg
images.jpg
10641267_842888029077166_3522220235029938217_n.jpg
06052012100.jpg
_გუნდი.JPG
10666029_851179211581381_2786913325774972045_n.jpg
parter1.jpg
image.jpg
gdeba1.jpeg
image (4).jpg
parteri.jpg
image (2).jpg
image (5).jpg
sanda.jpg
images (3).jpg
image (3).jpg
image (1).jpg

მისამართი: ქ. თბილისი, ორხევი, მუხაძის ქ.  6/7

                        ქ. ტყიბული, ბრეგვაძის ქ.  22/15

საკონტაქტო ტელეფონები:

     593 326 513  /   599 928233 - ოლეგ ფანჩულიძე

     

E-mail:               

                         oleg-sanda@bk.ru

 

  • Круглая иконка Facebook
  • Круглая иконка Twitter
  • Круглая иконка Google+
  • Круглая иконка Flickr
  • Круглая иконка YouTube
bottom of page