
საქართველოს თასის გათამაშება კუნგ-ფუ ში
( ფაიტინგი, შუაიჯიაო, და დზენი, ტუი შოუ)
15-16.11.2025

მომდინარე წლის 15-16 ნოემბერს,ქ.თბილისში, დიდ დიღომში მდებარე „მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის“ დარბაზში, საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა „საქართველოს თასის გათამაშება კუნგ-ფუ“-ს ოთხ სახეობაში: ფაიტინში, შუაიჯიაოში, და დზენში , ტუი შოუში, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა და სხვა რეგიონიდან ჩასული 15 კუნგ-ფუს სკოლის 162 წარმომადგენელი.ასევე მონაწილეობდნენ „ხრიდოლის „ფედერაციის, „ხელჩართული ბრძოლის „ და „კუდოს „ ფედერაციის მებრძოლები.
ჩემპიონატი ტრადიციულად ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობდნენ როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.
ბრძოლები ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობდა ბევრი ახალბედა სპორტსმენი.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები კუნგ-ფუს ოთხივე სახეობაში.
ტურნირის ყველა გამარჯვებულს და სხვა საპრიზო ადგილზე გასულ ყველა მებრძოლს გადაეცა შესაბამისი ხარისხის დიპლომები და მედლები. გათამაშდა გუნდური თასები.
ფედერაციის ინსტრუქტორებს და ასევე მსაჯთა ბრიგადას, ფედერაციის სახელით გადაეცა სამადლობელი წერილი-დიპლომები. ასევე სამადლობელი დიპლომები გადაეცათ სომხეთში, ქ. ერევენში , 18-19 ოქტომბერს გამართულ „ კავკასიის თასის პირველობაზე კუნგ-ფუ ში“ მონაწილე სპორტსმენებს.
გუნდურ პირველ ადგილზე , 18 ჩემპიონით, გავიდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს გუნდი ( ხელ-ლი ოლეგ ფანჩულიძე).
მეორე ადგილზე , 16 ჩემპიონით, გავიდა რუსთავის კუნგ-ფუს სკოლა ( ხელ-ლი შალვა ფრიდონაშვილი და ეთერი ბერიძე).
ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ზესტაფონის კლუბი „ავაზა“ (ხელ-ლი ნოდარ გიორგაძე).
ცალკე , სპეციალური თასით დაჯილდოვდა აბაშის კუნგ-ფუს სკოლა( ხელ-ლი მამუკა ალანია) , რომლის გუნდმაც 10 სპორტსმენის შემადგენლობით, მოიპოვა 9 პირველი ადგილი.
საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, სპორტსმენს, მწვრთნელს,მსაჯთა ბრიგადას ტურნირის ასეთ კარგ დონეზე ჩატარებისათვის.
განსაკუთრებული მადლობა დიდი დიღმის“ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექციას და პერსონალს, განსაკუთრებულად ბატონ ვაჟა ხეცურიანს, დახმარებისთვის და გვერდითდგომისთვის.
ბუდო ინტერკონტინენტალური ჩემპიონატი. თურქეთი.ვანი,8-11.03.2024

ა/წ. 8-11 მარტს,თურქეთის ქ.ვანში, გაიმართა "ინტენკონტინენტური ბუდო ჩემპიონატი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში " სადაც მონაწილეობას იღებდნენ 7 ქვეყნის სპორტსმენები.
მათ შორის საქართველოდან ასპარეზობდნენ საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ნაკრები, რომლის შემადგნლობაში შედიოდნენ ტყიბულის, ზესტაფონის და თბილისის კუნგფუისტები. სულ 11 სპორტსმენი,რომლებმაც იბრძოლეს ორთაბრძოლების 3 სახეობაში: სანდა, გრეპლინგი, შერეული ორთაბრძოლა(MMA).
ქართველმა სპორტსმენებმა ბრწყინვალეთ იასპარეზეს და სამივე სახეობაში მოიპოვეს 9 პირველი და 5 მეორე საპრიზო ადგილი.
ასევე 75 კგ. წონით კატეგორიაში საცემპიონო ქამარი მოიპოვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თასის პირველობა კუნგ-ფუში
ტყიბული.26.04.2026

მიმდინარე წლის 26 აპრილს ,ტყიბულში,წარმატებით გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის თასის პირველობა კუნგ-ფუ ში".
ტურნირის ორგანიზატორები და მასპინძლები იყვნენ "ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი" და "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ ს სკოლა" .
ტურნირში მონაწილეობდა ტყიბულის ორი ორთაბრძოლის სკოლა და ასევე ზესტაფონის ორი კლუბი, ბაღდათის და აბაშას კლუბები. სულ 80 მონაწილე, რომლებმაც იასპარეზეს კუნგ-ფუს ოთხ სახეობაში: ფაიტინგი, და დზენი, ტუიშოუ და შუაიჯიაო.მათ შორის იყვნენ გოგონები, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს ოთხივე სახეობაში.
ბრძოლები ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
ტყიბულის კუნგ-ფუს სკოლამ მაყურებელს და სტუმრებს წარუდგინა შესანიშნავი და სანახაობრივი საჩვენებელი გამოსვლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სკოლის ყველა კუნგფუისტი.
6 კლუბს შორის, გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა და დაეუფლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის თასს ტყიბულის “ ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა „
კუნგ-ფუს ოთხივე სახეობაში მათ მოიპოვეს 30 პირველი და 4 მეორე საპრიზო ადგილი.
მათ შორის: და დზენ-ტუიშოუში-7 პირველი ადგილი.
შუაიჯიაოში- 6 პირველი და 1 მეორე ადგილი.
ფაიტინგში- 17 პირველი და 3 მეორე ადგილი.
საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუ ში
ამბროლაური. 13-14 ივნისი 2026 წელი

მიმდინარე წლის 13-14 ივნისს, რაჭაში,ქ. ამბროლაურში, საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუს ოთხ სახეობაში: ფაიტინგ-ში, შუაიჯიაოში, და დზენში და ტუი შოუში.
მონაწილეობდა 8 მუნიციპალიტეტის 11 კლუბი. სულ 140 მონაწილე. გოგონები და ვაჟები.
ტურნირზე ყველა ბრძოლა და შერკინება ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს გოგონების გამოსვლები, რომლებმაც აჩვენეს ბრძოლის ნამდვილი ჟინი და შეუპოვრობა.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნაზე სპეციალური სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ ყველა გუნდიდან წლის საუკეთესო სპორტსმენები. ასევე გამოვლინდა წლის საუკეთესო მწვრთნელი, აბაშის წარმომადგენელი მამუკა ალანია, რომელსაც სერთიფიკატთან ერთად გადაეცემა სპეციალური პრიზი. ასევე სპეციალური სამახსოვრო პრიზები გადაეცათ ყველა მწვრთნელს,მსაჯს და ამბროლაურის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობას.
ასევე, კუნგ-ფუს ოთხივე სახეობაში მიღწეული შედეგების მიხედვით გამოვლინდა გუნდურ საპრიზო ადგილზე გასული კლუბები. ესენია:
1 ადგილი- ტყიბულის კუნგ-ფუს სკოლა( 19 ჩემპიონი, ხელ-ლი ოლეგ ფანჩულიძე)
2 ადგილი-ბათუმის ორთაბრძოლების სკოლა(12 ჩემპიონი, ხელ-ლი ვანო ფერაძე)
3 ადგილი- რუსთავის კუნგ-ფუს კლუბი „დელამფარი“ (7 ჩემპიონი. ხელ-ლი შალვა ფრიდონაშვილი, ეთერ ბერიძე)
ყველა ამ გუნდს გადაეცა შესაბამისი თასი.
ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდა შესაბამისი მედლებით და დიპლომებით.
ევრაზიის პირველობა კუნგ-ფუ ში
მცხეთა. 14-15 .03.2026



მიმდინარე წლის 14-15 მარტს, მცხეთაში,უმაღლესი დაოსტატების მცხეთის საჭიდაო სკოლის დარბაზში , საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზებით და კუნგ-ფუს საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟით გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი კუნგ-ფუში ( ფაიტინგი, შუაიჯიაო).
შეჯიბრში მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის ორთაბრძოლების 16 სკოლა და კლუბი. ასევე სომხეთის ნაკრები გუნდი 29 სპორტსმენის შემადგენლობით . როგორც ვაჟებო, ასევე გოგონებიც.
საერთო რაოდენობა მონაწილეთა იყო 159 სპორტსმენი.
ჩემპიონატი გაიმართა კუნგ-ფუს ორ სახეობაში: ფაიტინგი ( სრულკონტაქტიანი ორთაბრძოლა) და შუაიჯიაო ( ჩინური ჭიდაობა).
ღონისძიება იყო ორგანიზებული ძალიან მაღალ დონეზე, რაც აღნიშნეს კიდევაც უცხოელმა და ადგილობრივმა სტუმრებმა.
ბრძოლები მიმდინარეობდა დაძაბულად და საინტერესოდ კუნგ-ფუს ორივე სახეობაში.
საჩვენებელი გამოსვლა ტაოლუში წარმოადგინა რუსთავის კლუბ „ვინ-ჩუნის „ პატარა კუნგფუისტმა, 9 წლის ვიქტორია კოლესნიკოვამ .
ტურნირის ყველა გამარჯვებული და პრიზიორი დაჯილდოვდა შესაბამისი დონის მედლებით და დიპლომებით .
გუნდური პირველი და მეორე ადგილები , შესაბამისად 12 და 10 ჩემპიონით გაინაწილეს თბილისის ხრიდოლის კლუბმა „იბერიელი მგლები“ და აბაშას „კონსტანტინეს სახელობის კლუბმა“
მესამე გუნდურ ადგილზე, 9 ჩემპიონით გავიდა ტყიბულის კუნგ-ფუს სკოლა.
კუნგ-ფუს ფედერაცია დიდ მადლობას უხდის ყველა მწვრთნელს და ინსტრუქტორს და ასევე უმაღლესი დაოსტატების მცხეთის საჭიდაო სკოლის დირექციას და მთელს კოლექტივს სანიმუშო დახმარებისთვის და გვერდითდგომისთვის.

კავკასიის პირველობა კუნგ-ფუ ში. სომხეთი. ერევანი. 21-23.11.2023

მიმდინარე წლის ,21-23 ოქტომბერს,სომხეთის ქალაქ ერევანში გაიმართა " კავკასიის პირველობა კუნგ-ფუ" ში, სადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა (ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე), რომელიც შედგებოდა საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ტყიბულის,ზესტაფონის(მწვრთნელი გოჩა ჭულუხაძე) და ბაღდათის(მწვრთნელი ნოდარ გიორგაძე) წარმომადგენლებისგან და ხრიდოლის ფედერაციის(ხელმძღვანელი ნუკრი მჭედლიშვილი) მებრძოლებისგან.
ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველის,სომხეთის,ირანის და დაღესტნის ნაკრები გუნდები.
შეჯიბრი გაიმართა კუნგ-ფუს ორ სახეობაში: ფაიტინგი და შუაიჯიაო.
ქართველმა მებრძოლებმა ბრწყინვალეთ იასპარეზეს და მოიპოვეს ორივე სახეობაში 7 პირველი და 8 მეორე ადგილი.
ასევე გაიმართა სამი პროფესიული ბრძოლა, რომლის ერთ ერთი გამარჯვებული გახდა ზესტაფონის კლუბის კუნგფუისტი რამინი ფერაძე ,რომელმაც ნოკაუტით დაამარცხა მოწინააღმდეგე.( მწვრთნელი გოჩა ჭულუხაძე). მას გადაეცა თასი და ფულადი თანხა.
ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებ
მსოფლიო თასი კუნგ-ფუ ში.
ერევანი. სომხეთი. 7-9.06.2019

მსოფლიო თასი კუნგ-ფუში გაიმართა სომხეთში ,ერევანში, 2019 წლის 7-9 ივნისს,რომელშიც 17 ქვეყნის 520 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ერევანში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ნაკრები, ფედერაციის პრეზიდენტის ოლეგ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით,რომლებმაც ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირი კუნგ-ფუს 5 სახეობაში ჩატარდა,სადაც ქართველები ასპარეზობდნენ 2 სახეობაში და მოიპოვეს 9 პირველი, 2 მეორე და 3 მესამე ადგილი, ასევე მოიპოვეს გუნდური მეორე ადგილი.

მსოფლიოს ჩემპიონატი კუნგ-ფუ ში.
მოსკოვი.რუსეთი. 21-26.07.2016
ევროპის ჩემპიონატი კუნგ-ფუ ში.
ერევანი. სომხეთი. 12-15.04.2018

ევროპის ღია ჩემპონატი კუნგ-ფუში გაიმართა სომხეთში 12-15 აპრილს,რომელშიც 18 ქვეყნის 378 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ერევანში გამართლ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ნაკრები, ფედერაციის პრეზიდენტის ოლეგ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით,რომლებმაც ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირი კუნგ-ფუს 5 სახეობაში ჩატარდა,სადაც ქართველები ასპარეზობდნენ 3 სახეობაში და მოიპოვეს 6 პირველი, 2 მეორე და 2 მესამე ადგილი, ასევე მოიპოვეს გუნდური მესამე ადგილი.
ჩემპონატი სომხეთში ევროპის კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა,რომელსაც კუნგ-ფუს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ფუ-ბიო ესწრებოდა


21-26 ივლისამდე რუსეთში, ქ. მოსკოვში, გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი კუნგ-ფუ ში" სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით და როგორც საქართველოს წარმომადგენელი, იმყოფებოდა
" საქართველოს კუნგ-ფუ ს ფედერაციის " პრეზიდენტი ოლეგ ფანჩულიძე.
ჩემპიონატი ძალიან დიდ დონეზე იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდა 38 ქვეყნის წარმომადგენელი. სულ 2800 მონაწილე სპორტსმენი.
ასევე ტურნირის ფარგლებში გაიმართა ფორუმი, სადაც განიხილებოდა მიმდინარე პრობლემები და სამომავლო გეგმები.
"კუნგ-ფუ ს მსოფლიო ფედერაციის" პრეზიდენტმა , ბატონმა ფუ-ბიაომ და ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, გამოთქვეს სურვილი და მზაობა იმისი, რომ ევროპის და ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველოში.
![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() |
|---|---|---|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() |

























