top of page

2015 წელს "საქართველოს კუნგ ფუს- ს ეროვნული ფედერაცია" გახდა "კუნგ-ფუ ს საერთაშორისო ფედერაციის   " წევრი (IKFF )   ეს არის კიდევ კუნგ -ფუ ს სამყაროში ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია

 

 

2013 წელს "საქართველოს კუნგ ფუს- ს ეროვნული ფედერაცია" გახდა "ევროპის შუაი-ჩჟაოს კავშირის " წევრი (EUROPEAN SHUAI JIAO UNION )   ეს არის კიდევ ერთი პრესტიჟული და გავლენიანი ორგანიზაცია ორთაბრძოლების სამყაროში,რომელმაც მიიღო "საქართველოს კუნგ ფუს- ს ეროვნული ფედერაცია" თავის დიდ ოჯახში   

 

  

2012 წელს ჩვენი ფედერაცია გახდა" ევროპის კუნგ-ფუ ს  ფედერაციის  ( EKF) "  წევრი.

 

.

2009 წლის დეკემბერში  ჩვენი ფედერაცია გახდა INTERNATIONAL MARTIAL ARTS CONFERDERATION (IMAC)-ის წევრი. ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ, ოლეგ ფანჩულიძეს, გადაეცა წარმომადგენლობის შესაბამისი ლიცენზია.   

 

 

2009 წლის 30 მარტს, ჩვენი ფედერაცია გახდა "კუნგ-ფუს მსოფლიო ფედერაიის (IKF) " წევრი.  

 

 

გარდა ამისა ჩვენი ფედერაქცია არის "საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის" წევრი (პრეზიდენტი: კახა ბასილია)

 

 

საქართველოს "კუნგ ფუ“-ს ეროვნული ფედერაცია ასრის უ-შუს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და წარმომადგენელი საქართველოში, როგორიცაა: “ASIA CHOY LI FUT KUNG FU FEDERATION” და “Inrenationas RED Dragon Organization”

 

                                    საერთაშორისო ტურნირი სანდა-ში

                                     სომხეთი. ერევანი. 05-07.10.2012

საქართველოს კუნგ ფუს ეროვნული ფედერაციის” ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო

საერთაშორისო ტურნირში სანდა ში, რომლის ორგანიზატორი იყო " Armenian Black Belts Assossation " და სადაც მონაწილეობას იღებდნენ 5 ქვეყნის წარმომადგენლები.  ნაკრები წარმოდგენილი იყო 9 სპორტსმენით და დელეგაციას ხელმძღვანელობდა ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ ფანჩულიძე. გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მოიპოვა  4 პირველი, 3 მეორე და 1 მესამე საპრიზო ადგილი. ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ცქიფურიშვილი, ივანე ბოჭორიშვილი, ოთარ ვაჩაძე და ტარიელ გურგენიძე.

 

 

2011 წლის 8–12 სექტემბერს, სტამბოლში, გაიმართა " აზიის საბრძოლო ხელოვნებათა ოლიმპიადა", სპორტის 14 სახეობაში. მონაწილეობდა 14 ქვეყნის 600 სპორტსმენი. მათ შორის ჩვენი ფედერაციის 8 მებრძოლი. ( ხელ–ლი: ოლეგ ფანჩულიძე, რეზო ზარნაძე, მამუკა ალანია).

მათ მიირეს მონაწილეობა როგორც სანდა –ში, ასევე კიკ–ბოქსში და ხელჩართულ ბრძოლაში.8 მებრძოლით ნაკრებმა მოიპოვა 5 პირველი და 2 მეორე საპრიზო ადგილი.

ჩემპიონებია: ლაშა ცქიფურიშვილი, მიხეილ სულამანიძე, სერგო გაბრიჭიძე,ცოტნე ალანია.

პრიზიორები: ბაჩუკი ჭანტურია.

 

  

2012 წლის 4–6 მაისს, აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში, გაიმართა პროფესსიული ბრძოლა სანდა–სი, საჩემპიონო ქამარზე, რომლის ორგანიზატორი იყო " პროფესსიული ორთაბრზოლების საერთაშორისო ფედერაცია.

ჩვენს გუნდს ამ ტურნირზე ხელ–ბდა ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ ფანჩულიძე.ნაკრები შედგებოდა 4 სპორტსმენიდან.გათამაშდა ქამრები 52,56,70 და 75 კგ.წონით კატეგორიაში. ბრზოლის ფორმულა იყო 3 რაუნდი 3–3 წუთი.

ჩვენმა ბიჭებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და მოიპოვეს ქამრები 52 და 75 კგ–ში . ესენია: ლაშა  ცქიფურიშვილი და ივანე ბოჭორიშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ ქამდრები , მედლები და დიპლომები. 

                            

 

2010 წლის 15–18 ოქტომბრამდე, თურქეთში, ქ. კაიზერში, გაიმართა " მსოფლიო ცემპიონატ კუნგ ფუ"–ში. ჩვენი ფედერაციის ნაკრებმა ოლეგ ფანჩულიძის , რეზო ზარნაძის და მამუკა ალანიას ხელ–ით,შესანიშნავად იასპარეზეს და მოიპოვეს 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. ტურნირის ორგანიზატორი იყო " კუნგ ფუს საერთაშორისო ფედერაცია" (IKF) და მონაწილეობდნენ 32 ქვეყნის წარმომადგენლები. ჩემპიონები გახდნენ : დათო გიგაშვილი, ლაშა ცქიფურიშვიი,ცოტნე ალანია. პრიზიორები: გიორგი ხეცურიანი, გიგა თაბუკაშვილი,ოთარ ვაჩაძე,ბაჩუკი ჭანტურია, ლადო ნანიკაშვილი.

  

2010 წლის 17–21 ივლისამდე, სპარსეთის ყურეში,კუნძულ "კიშ"–ზე გაიმართა ფესტივალი"მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებები". მონაწილეობდა 28 ქვეყანა, მათ შორის ჩვენი ფედერაციის სპორტსმენი გიორგი ხეცურიანი, რომელმაც იბრძოლა სტილ მუაი–ტაიში, სადაც მსოფლიო ნაკრების რიგებში დაუპირისპირდა უძლიერეს ირანის ნაკრებს. გიორგიმ ბრწყინვალედ იასპარეზა და მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ბრძოლის ფორმულა იყო 5 რაუნდი  3–3 წუთი. მან პირველივე რაუნდში ნოკდაუნში ჩააგდო უძლიერესი მეტოქე, მოჰამედ ზარადი და უკვე მე 2 რაუნდში გაიმარჯვა ნოკაუტით.

 

 

2009 წლია 28-31 მარტს აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში გაიმართა ბაქოს ღია ჩემპიონატი სანდა-ში, სადაც მონაწიეობა მიიღო ჩვენი ფედერაციის ნაკრებმა ოლეგ ფანჩულიძის და რევაზ გვენეტაძის ხელმძღვანელობით. ტურნირის ორგანიზატორები და მასპინძლები იყვნენ აზერბაიჯანის უ-შუს ფედერაცია და კლუბი "ფოლადი". შეჯიბრი მიეძღვნა "ნავრუზის" დღესასწაულს და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ორთაბრძოლების წარმომადგენლები.

ჩვენი ნაკრები წარმოდგენილი იყო 11 სპორტსმენით. ესენია :

კლუბი "რატი" - თეა და თამთა გოტიაშვილები, ირაკლი ბლიაძე, ლასა ცქიფულიშვილი, აკაკი სოფრომაძე, ოთარ ვაჩაძე, გიროგი იკოევი, იმედა სახელაშვილი, იაგო ბეროძე.

კლუბი "გიორგი" - თემურ ქათამაძე, ლაშა ფორჩხიძე.

მძიმე ბრძოლების შემდეგ ჩვენმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 6 პირველი (თეა და თამთა გოტიაშვილები, ირაკლი ბლიაძე, ლაშა ცქიფურიშილი, აკაკი სოფრომაძე, იაგო ბეროძე), 2 მეორე (იმედა სახელაშვილი, ლაშა ფორჩხიძე) და ერტი მესამე (თემურ ქათამაძე) ადგილი.

 

 

2010 წლის 15–19 თებერვალს, ირანის რესპუბლიკაში,ქ. თეირაში, გაიმართა მსოფლიო საკლუბო პირველობა " ჩოი ლი ფუთ"–ში. ჩვენი ფედერაცია იქ წარმოდგენილი იყო 2 სპორტსმენით, ფედერაციის ხელ–ის ოლეგ ფანჩულიძის თაოსნობით. მათ ბრწყივნალეთ იასპარეზეს და მოიპოვეს ოქროს და ვერცხლის მედლები.ჩემპიონი გახდა თორნიკე მანაგაძე. ვერცხლი აიღო თენგიზ კობახიძემ. ორივე ტყიბულის კლუბ  "რატი"–ს სპორტსმენები.

 

2008 წლის 1-9 მარტამდე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ქალაქ მაშხადში, გაიმართა მეოთხე საერთშორისო ტურნირი ორთაბრძოლებში. მისი ორგანიზატორია აზიის ჩოი ლი ფუტ კუნგ-ფუს ფედერაცია. ამ ტურნიტზე მიიწვიეს და მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფედერაციის ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით: დელეგაციის ხელმძღვანელი ფედერაციის პრეზიდენტი ოლეგ ფანჩულიძე, სპორტსმენები:

გიორგი ხეცურიანი (75 კგ. კლუბი „რატი“)

იური სოფრომაძე (70 კგ. კლუბი „რატი“)

თენგიზ კობახიძე (55 კგ. კლუბი „რატი“)

თორნიკე მანაგაძე (60 კგ. კლუბი „რატი“)

გიორგი მეფარიშვილი (75 კგ. კლუბი „ვინ-ჩუნი“)

საქართველოს გარდა ამ შეჯიბრში მონაწილეობდნენ ირანის, აზერბაიჯანის,პაკისტანის, ავღანეთის, საუდის არაეთის და ჩეჩნეთის გუნდები.

ტურნირი იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული და თავი მოუყარა აზიის უძლიერეს მებრძოლებს.

მძიმე ბრძოლების შემდეგ ჩვენმა ნაკრების წევრებმა მოიპოვეს 4 ოქროს მედალი და შვიდ გუნდს შორის გავიდნენ გუნდურ მეორე ადგილზე. ჩემპიონები გახდნენ : გიორგი ხეცურიანი, თენგიზ კობახიძე, თორნიკე მანაგაძე, გიორგი მეფარიშვილი. ათ გადაეცათ მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. გუნდს გადაეცა თასი.

ფედერაციის პრეზიდენტს, ოლეგ ფანჩულიძეს მიენიჭა ჩოი ლი ფუტ კუნგ-ფუს ფედერაციის წარმომადგენლის სტატუსი საქართველოში და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. ამ ტურნირზე გასამგზავრებლად გუნდს ფინანსურად დაეხმარნენ ქ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი და „საქინვესტი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ტყიბულში ბატ. ლევან ჩოჩქიანი

2006 წელს ფედერაციის ნაკრებმა მიიღო მონაწილება სომხეთში, ქ. ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში სანდაში, რომელშიც მონაწილეობდნენ აგრეთვე სომხეთის, ირანის და ყაზახეთის ნაკრები გუნდები. ჩვენ მოვიპოვეთ 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი.ჩემპიონები გახდნენ: გიორგიხეცურიანი (კლუბი „რატი“) და ზურაბ ჯაფარიძე (კლუბი „ვინ-ჩუნი“), იურისოფრომაძე (კლუბი „რატი“), ნუგზარ ფანჩულიძე (კლუბი „ორბი“) გიორგი ბერიძე (კლუბი „რატი“). დელეგაციის ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე.

2007 წლის ივლისში აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირში 18 წლამდე ბავშვებს შორის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ხეცურიანი (კლუბი „რატი“), იური სოფრომაძე (კლუბი „რატი“), აზად ისმაილოვი (კლუბი „ვინ-ჩუნი“) თორნიკე მანაგაძე (კლუბი „გიორგი“), ვანო ბოჭრიშვილი (კლუბი „რატი“), ბექა ბუხრაშვილი (კლუბი „იმედი“) პრიზიორი.

დელეგაციის ხელმძღვანელები იყვნენ ოლეგ ფანჩულიძე, რეზო ზარნაძე, ვოვა ბრაგინი და რევაზ გვენეტაძე. იმავე წლის აგვისტოში ბაქოში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი დიდებში, რომლის ორგანიზატორი იყო IRDO.  ამ შეჯიბრში ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურგენ ფანჩულიძემ (კლუბი „რატი“) და აზად ისმაილოვმა (კლუბი „ვინ-ჩუნი“). 2007 წლის აპრილში ნაკრებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რეზო ზარნაძე, მონაწილეობა მიიღო სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში „შიდოკანში“, სადაც მოვიპოვეთ 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლები.

უახლეს მომავალში სანდას-ს ფედერაციის ხელმძღვანელობა თვის უცხოელ პარტნიორებთან ერთდ გეგმავს საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას საქართველოში

ikff.jpg
kibeebze.jpg
images.jpg
10641267_842888029077166_3522220235029938217_n.jpg
06052012100.jpg
_გუნდი.JPG
10666029_851179211581381_2786913325774972045_n.jpg
parter1.jpg
image.jpg
gdeba1.jpeg
image (4).jpg
parteri.jpg
image (2).jpg
image (5).jpg
sanda.jpg
images (3).jpg
image (3).jpg
image (1).jpg

მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დ.თავდადებულის  ქ.  21/39

                        ქ. ტყიბული, ბრეგვაძის ქ.  22/15

საკონტაქტო ტელეფონები:

     593 326 513  /   599 928233 - ოლეგ ფანჩულიძე

     

E-mail:               

                         oleg-sanda@bk.ru

 

  • Круглая иконка Facebook
  • Круглая иконка Twitter
  • Круглая иконка Google+
  • Круглая иконка Flickr
  • Круглая иконка YouTube
bottom of page